კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
წიგნები მოზარდებისთვის
ფილტრაცია
დალაგება:

წიგნები მოზარდებისთვის

იგავ-არაკები
ჩრდილი და ძვალი
პატარა პრინცი
სოფის სამყარო
ენი გრინგეიბლიდან
პატარა პრინცი
ბიძია თომას ქოხი
20 პროდუქტის ჩვენება

წიგნები, რომლებსაც მოზარდობისას ვკითხულობთ, შეიძლება ჩვენთან მთელი ცხოვრება დარჩეს. წიგნები თინეიჯერებისთვის არამარტო მათთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც, ჩამთრევია. მოზარდისთვის მეტად მოსაწონი, მისთვის აქტუალური ისტორიებია, სადაც პერსონაჟთან გააიგივებს საკუთარ თავს. უფროსებისთვის კი - თინეიჯერული წლების გახსენება და თანმდევი ნოსტალგიებია. 

ჩვენ მოზარდებისთვის შექმნილი წიგნების საუკეთესო პერიოდში ცხოვრობთ. ახლა, როგორც არასდროს თანამედროვე წიგნები მოზარდებისთვის მრავალფეროვან და ინკლუზიურ თემებსა და გამოცდილებას გვაჩვენებენ. სადავო და პროვოკაციული თემების შესწავლით, ასევე რთული ალტერნატიული სამყაროების შემუშავებით, თინეიჯერული მხატვრული ლიტერატურა, როგორც ახალი მწერლობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სფეროდ ჩამოყალიბდა.

დარწმუნებულები ვართ, რომ უკვე იცი ბევრი ცნობილი და საინტერესო წიგნი, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია მოზარდებისთვის. მაგალითად, ლიტერატურული ლეგენდების მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, რომლებიც არიან, ჯეინ ოსტინი, მარკ ტვენი, ჰარპერ ლი,  ჯ.დ. სელინჯერი და სხვა მრავალი კლასიკოსი. წიგნების სერიები ასევე ძალიან პოპულარულია მოზარდებში. ისეთი სერიები როგორებიცაა: ‘’ჰარი პოტერი’’, ‘’სამეფო კარის თამაშები’’, ‘’ბეჭდების მბრძანებელი’’ და ‘’ბინდი’’. თინეიჯერებისთვის სხვა პოპულარულ წიგნებს შორისაა, ‘’ორი ნაბიჯი შენამდე’’, ‘’კორალაინი’’, ‘’ჩვეულებრივი ადამიანები’’, ‘’ერთი ჩვენგანი ტყუის’’, ‘’ყვავების ექვსეული’’ და კიდევ ბევრი თინეიჯერული ბესტსელერი, რის წაკითხვასაც Veli.Store-ის წიგნის ციფრულ თაროებზე. 


რა სარგებელი მოაქვს კითხვას მოზარდებისთვის?


თინეიჯერობაში სიამოვნებისთვის კითხვას ბევრი ბენეფიტი აქვს და არამარტო წაკითხულით მიღებული ემოციები. კითხვა მოზარდს აკადემიურ მიღწევებშიც კარგად ეხმარება. ხელს უწყობს სხვადასხვა გონებრივი, სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორებიცაა:

  • წაკითხულის გააზრება;
  • წერითი უნარის ჩამოყალიბება;
  • გრამატიკის უკეთ გაგება;
  • ლექსიკის გამდიდრება;
  • მეტი თავდაჯერებულობა როგორც მკითხველის;
  • კითხვისგან მეტი სიამოვნების მიღება;
  • ზოგადი ცოდნა;
  • კულტურული მრავალფეროვნების უკეთ გაგება;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესი.


როგორ შევარჩიო წიგნები მოზარდებისთვის?


მშობლებისთვის

თუკი მოზარდის წახალისებას ცდილობთ რომ ტელეფონის ნაცვლად ხელში წიგნი აიღოს, ან სახლში წიგნის ჭია გყავთ, მოზარდებისთვის საუკეთესო წიგნების არჩევა, მაინც დაგჭირდებათ. ბევრი რომანი მუდმივ შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე, მაშინაც კი, როცა ეს მკითხველები ახალგაზრდები არიან.

პირველ რიგში, მშობელს შეუძლია დასახმარებლად ბიბლიოთეკარს ან წიგნის მაღაზიის თანამშრომლებს მიმართოს. ისეთი წიგნების კითხვა, რომელიც მოზარდებს უბრალოდ, გასართობად სურთ, წიგნებს მეტად შეაყვარებს.
ჩვენ გაგვიმართლა, რომ ისეთ დროში ვცხოვრობთ, სადაც ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ათასობით წიგნის არჩევანია. მშობლებს შეუძლიათ შვილს კარგი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარონ მხოლოდ იმაზე საუბრითაც კი თუ რა მოსწონს ბავშვს. იქნებ ისტორიები მაგიის შესახებ, რომანტიკული თავგადასავლები თუ სპორტული ამბები? ეს პროცესი  ბავშვს ნამდვილად აღმოაჩენინებს თუ რა მოსწონს.

წიგნები მოზარდებისთვის, ისეთი ადამიანების რჩევით შეგიძლია აღმოაჩინო ვისაც წიგნებზე რაიმე ეთქმის. სანდო კრიტიკოსების, მწერლებისა თუ ლიტერატორი ბლოგერების რჩევა, სტატიებისა და სატელევიზიო გადაცემების სახით, ინტერნეტში შეგიძლია იპოვო. 

მოზარდებისთვის

პირველი, რაც უნდა გადაწყვიტო არის ის თუ რისი წაკითხვა გსურს. ეძებ ბესტსელერს, რომლითაც კარგ დროს გაატარებ? გსურს ინტელექტუალურად ამაღლებული ხარისხის კითხვის დაწყება? რომანი ესსე თუ დეტექტივი? როცა გაიგებ თუ რისი წაკითხვა გინდა, შეგიძლია წიგნის არჩევის ეტაპზე გადახვიდე.


კლასიკა პრაქტიკულად გარანტიაა კარგი წიგნის არჩევისას. დაიმახსოვრე, რომ კლასიკა არ არის მხოლოდ ის წიგნები, ხშირად მოსაწყენი, რომლებსაც სკოლაში კლასგარეშე საკითხავად გავალებდნენ. ან ისეთი  ლიტერატურა გაკვეთილზე რომ არჩევდი. მეოცე საუკუნის დასაწყისის ავტორებიც უკვე კლასიკად ითვლებიან.
ველიზე შეგიძლია კლასიკა როგორც ორიგინალში იკითხო, ასევე ადაპტირებული ინგლისურენოვანი ვერსიები და ქართულად ნათარგმნი წიგნები ნახო!

მშვენიერი ალტერნატივაა უბრალოდ კარგი რჩევა მეგობარს ჰკითხო. არავინ გიცნობს შენს მეგობრებზე უკეთ და თუ ისინი მკითხველები არიან, ნამდვილად იციან როგორ გირჩიონ შენთვის შესაფერისი წიგნი. მეგობართან სახლში შევლითაც ბევრი კარგი წიგნიც შეგიძლია ითხოვო.

ამას გარდა, წიგნის არჩევისას ტრადიციული ალტერნატივა, წიგნების მაღაზიებია. ფიზიკური მაღაზიები სავსეა შენთვის საინტერესო წიგნებით და მათი მცოდნე პროფესიონალებით, რომლებიც შერჩევაში დაგეხმარებიან.

თუმცა, მათთვის, ვისთვისაც ინტერნეტი საუკეთესო წყაროა, საყიდლებზე დროისა და ენერგიის დაზოგვაც უყვარს - ონლაინ მაღაზია საუკეთესო არჩევანია. აღმოაჩინე მრავალნაირი წიგნები მოზარდებისთვის ონლაინ მაღაზიებში ან გაეცანით სასარგებლო რჩევებით დახუნძლულ ბლოგებს. 


იპოვე საუკეთესო მხატვრული და არამხატვრული წიგნები თინეიჯერებისთვის VELI.Store-ზე! მიუხედავად იმისა, წიგნებს 12 წლის თუ 17 წლის მოზარდისთვის ეძებ, ჩვენ ფართო არჩევანი გვაქვს სხვადასხვა მიმართულებითა და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით; მათ შორისაა ფანტასტიკა, კომიქსები, გრაფიკული რომანები, დამხმარე სახელმძღვანელოები და სხვა. 
ველიზე ყველა ასაკის თინეიჯერისთვის შესაფერისს წიგნს აღმოაჩენ. აქ პოპულარული წიგნები მოზარდებისთვის და ახალი გამოცემები, თანამედროვე ბესტსელერი და კლასიკური ავტორების ნაწარმოებებია.

შეიძინე ონლაინ და გადაეშვი წიგნისეულ თავგადასავლებში. 
VELI.store-დან შეკვეთას იმავე დღეს, თბილისსა და მის შემოგარენში 3 საათში მიიღებ. მიწოდების სერვისი კი, მთელი საქართველოს მასშტაბით სრულიად უფასოა!
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.