Sony INZONE Sony-ის მიერ შექმნილი გეიმერული პროდუქტის სერია, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია აუდიო მოწყობილობებისა და გეიმინგ მონიტორების შექმნაზე. პროდუქტი ძირითადად განკუთვნილია PC და PlayStation გეიმერებისთვის, როდესაც ხარისხი, კომფორტი და მძლავრი ფუნქციონალია მნიშვნელოვანი.
Sony INZONE ბლუთუზ ყურსასმენი ველიზე
პირველი truly wireless ყურსასმენი არის Sony INZONE Buds, რომლებიც ეკუთვნის Sony-ის სპეციალურად გეიმინგისთვის შექმნილ INZONE სერიას. მოდელი Black შეფერილობით შექმნილია მოთამაშეებისთვის, იდეალურია PC და PlayStation 5 სისტემებისთვის. ყურსასმენის 8.4 მმ-იანი დრაივერი, უზრუნველყოფს მკაფიო, ძლიერ ხმას. მოწყობილობა შეგიძლია მარტივად დაუკავშირო ლეპტოპს, მობილურ ტელეფონს და სხვა მოწყობილობებს. INZONE-ს აქვს ინტეგრირებული მიკროფონი, რომელიც AI-ზე დაფუძნებული ხმაურის შემცირების ტექნოლოგიით ამცირებს არასასურველ გარე ხმებს.
აღმოაჩინე Sony INZONE-ის გეიმინგ ყურსასმენი
ფართო აუდიო გამოცდილებას 360° Spatial Sound ტექნოლოგიის საშუალებით უზრუნველყოფს Sony INZONE გეიმინგ ყურსასმენი. მოწყობილობის 40 მმ-იანი ნეოდიუმის დრაივერი, უზრუნველყოფს მკაფიო და ძლიერ ხმას. იმისთვის, რომ საუბარი სუფთად და გარკვევით ისმოდეს INZONE H9-ს აქვს ინტეგრირებული მიკროფონი. ყურსასმენი ხმის კონტროლის და მიკროფონის გამორთვის ღილაკით, ამარტივებს თამაშის პროცესს.
შეარჩიე Sony INZONE-ის გეიმინგ ყურსასმენები ველიზე, დაათვალიერე აუდიოტექნიკის კატეგორია, შეუკვეთე სასურველი ნივთები და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.