Positive Vibration House of Marley-ის მიერ წარმოებული ყურსასმენების ხაზის სერიაა, რომელიც აერთიანებს მაღალი ხარისხის აუდიო სისტემებსა და ასევე ეკომეგობრულ დიზაინს. ველიზე ამ სერიის უსადენო და სადენიანი ყურსასმენების ფართო არჩევანს შეხვდები.
შეარჩიე Positive Vibration EM-JH135-SB უსადენო ყურსასმენი
დინამიური აუდიო დრაივერებით მკაფიო, დაბალანსებულ ხმას და ძლიერ ბასებს ქმნის Positive Vibration EM-JH135-SB უსადენო ყურსასმენი. Bluetooth 5.3 ტექნოლოგიით ყურსასმენი მარტივად დაუკავშირდება თქვენს სმარტფონს და სხვა Bluetooth-ის მქონე მოწყობილობებს. უსადენო კავშირის გარდა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ყურსასმენი 3.5 მმ-იანი სადენითაც დაუკავშირდეს ლეპტოპს, მობილურ ტელეფონსა და სხვა მოწყობილობებს. ყურსასმენები ერთი სრული დამუხტვით საშუალებას იძლევა მუსიკას 50 საათის განმავლობაში უსმინო. კორპუსზე განთავსებული ღილაკებით კი შესაძლებელია ზარების, ხმის დონისა და მუსიკის გადართვის კონტროლი.
Positive Vibration 2.0 ყურსასმენი ველიზე
ბიუჯეტურ ფასად ველიზე შეგიძლია შეარჩიო Positive Vibration 2.0 კაბელიანი ყურსასმენი. კაბელზე ჩაშენებული აქვს მიკროფონი, ხმაურის იზოლირების ფუნქციით და მექანიკური რეგულატორი მარტივი მართვისთვის. მათ შორის, მუსიკის ჩართვა, გადართვა, დაპაუზება და გამოტოვება. ყურსასმენი დამზადებულია სრულად გადამუშავებადი, ეკომეგობრული მასალებისგან. ულტრა რბილი, პლუშის ბალიშები, მთელი დღის განმავლობაში ქმნის კომფორტს და არ ღლის ყურს.
შეარჩიე Positive Vibration-ის სერიის ყურსასმენები, დაათვალიერე ნივთები აუდიოტექნიკის კატეგორიიდან, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.