კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Grooming წვერის მოვლა
ფილტრაცია
დალაგება:

Grooming წვერის მოვლა

Nivea სხეულის მოვლის ნაკრები-20%
116.00145.00
Nivea სხეულის მოვლის ნაკრები
It's a 10 Men საპარსი კრემი 148 მლ
130.00
It's a 10 Men საპარსი კრემი 148 მლ
Lilien Men-Art Silver შამპუნი 250 მლ-20%
American Crew წვერის დასაბანი ქაფი 70 მლ
20 პროდუქტის ჩვენება

წვერის ზეთი აუცილებელი ელემენტია ნებისმიერი წვერიანი კაცისთვის. მანამდე თუ საპარსი კრემი იყო მნიშვნელოვანი საშუალება, ახლა წვერის ზეთი შეუცვლელი ატრიბუტი ხდება. წვერის ზეთი წვერისა და სახის კანის მოვლის პროდუქტებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. გასაკვირი არ არის, რომ ის ნებისმიერი პროფესიონალი ბარბერის არსენალშია. წვერის ზეთი შესანიშნავად უმკლავდება წვერთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას, ასეთი კი ბევრია: წვერის ქავილი, შეიძლება გაჩნდეს ქერტლი, ასევე ზრდის შეფერხებული ტემპი. წვერი ხშირად ძალიან ხისტი და უმართავია. ამ ყველაფერს წვერის ზეთი დამოუკიდებლად გაუმკლავდება. 
 

წვერის ზეთის უპირატესობები
 

  • ის ხსნის ქავილს და აქრობს ქერცლს, რომელიც ქერტლს ჰგავს. საქმე ის არის, რომ ცხიმოვანი ჯირკვლები თითოეული თმის ძირშია განლაგებული. ისევე როგორც ყველაფერი ჩვენს ორგანიზმში, ისინი არ არიან უსარგებლო: ცხიმი, რომელსაც გამოყოფენ, ატენიანებს კანს და თმას, რის გამოც წვერი უფრო ჯანსაღად და მოვლილად გამოიყურებიან. თუმცა, წვერი რაც უფრო გრძელია, მით მეტი ტენიანობა სჭირდება. გარკვეულ ეტაპზე (საშუალოდ, ზრდის ერთი თვის შემდეგ) ცხიმოვანი ჯირკვლები მუშაობას წყვეტს, ამიტომ კანი შრება და იქერცლება, წვერი კი მშრალი ხდება. სწორედ ამისთვის გჭირდება წვერის ზეთი: ის აღადგენს ბუნებრივ ბალანსს, ატენიანებს კანს და კვებავს თმას. ასევე, არსებობს წვერის ზეთები სხვადასხვა დანიშნულებით. მაგალითად პარსვისთვის Davines Pasta & Oil Pre-Shaving წვერის ზეთი. მრავალფუნქციური ფორმულა, გამოიყენება გაპარსვამდე როგორც წვერის კონდიცირების საშუალება, ანიჭებს სირბილეს და ბზინვარებას. შეიცავს ნუშისა და ჟოჟობას ზეთს. მას აქვს დამატენიანებელი, დამარბილებელი და დამამშვიდებელი მოქმედება, რაც დამატებით იცავს წვერს.
     
  • ზეთი წვერს უფრო რბილს და მორჩილს ხდის, ასევე იცავს ბოლოების გაყოფისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელი წვერისთვის, რომელიც შეიძლება ძალიან მოუწესრიგებლად გამოიყურებოდეს თუ მოვლილი არ არის.
     
  • თმის ფოლიკულების მკვებავი ზეთი აჩქარებს წვერის ზრდას. რეგულარული გამოყენებით, შენ შეგიძლია მარტივად გაიზარდ სქელი და ბუჩქოვანი წვერი.  ერთი-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება Lilien White Men-Art წვერის & თმის ზეთი. Lilien MEN-ART თმის და წვერის ზეთი, გამდიდრებულია არგანის, შვრიის ზეთით და E ვიტამინით, რომელიც მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი. ზეთი აღადგენს, არბილებს, კვებავს და ატენიანებს თმას, იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ამარტივებს დავარცხნის პროცესს და დიდხანს უნარჩუნებს თმას ფორმას. ზეთი შეიცავს იმავე ლიპიდებს, რომლებსაც ადამიანის კანი, ამიტომ ადვილად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან შეგრძნებას.
     

როგორ გამოვიყენოთ წვერის ზეთი
 

წვერის ზეთის წასმა იდეალურია შხაპის შემდეგ, როდესაც კანი საკმარისად დაორთქლილია და მზად არის მაქსიმალურად შეწოვისთვის. წასმა იწყება ნიკაპის კანით. გამოსაყენებლად საკმარისია სამი-ოთხი წვეთი. პროდუქტი უნდა გადანაწილდეს ხელისგულებზე და შეიზილო ნიკაპზე, შემდეგ კი წვერის მთელ სიგრძეზე. მოძრაობები შეიძლება იყოს მონაცვლეობით: ჯერ ზევით, შემდეგ კი - თმის ზრდის მიმართულებით. ასე დარწმუნდები, რომ წვერის ზეთი შენი ხელებიდან სახეზე სრულად გადავიდა. პროცედურის დასრულება შესაძლებელია წვერის სავარცხლით გადავარცხნით, რაც მას სასურველ ფორმას მისცემს. თმასა და კანზე არ უნდა იყოს ცხიმიანი ბზინვარება. ეს ნიშნავს რომ პროდუქტი დაბალი ხარისხის არის. შესანიშნავი არჩევანი იქნება Kaypro წვერის ზეთი Beard Club. წვერის ზეთი ბუნებრივი სურნელებით. ასწორებს, არბილებს, იცავს და ატენიანებს წვერს. ხელს უშლის ხვეულების წარმოქმნას. ატენიანებს სახის კანს, ხსნის ქავილსა და გაღიზიანებას.
 

როგორ შევიძინოთ წვერის ზეთი ონლაინ
 

იმისთვის, რომ შეარჩიო წვერის ზეთი თუ წვერის ტრიმერი, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. VELI.store-ზე ნახავ საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების წვერის ზეთები, რომლებიც დაგეხმარება, გქონდეს უფრო ჯანსაღი და მოხდენილი წვერი. დაიწყე წვერის მოვლა ახლავე, შენაძენი 3 საათში, თბილისში შენს კართან იქნება, ადგილზე უფასო მიწოდებით.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.