კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ირიგატორი
ფილტრაცია

ირიგატორი

პროდუქტები არ მოიძებნა

პირის ღრუს ირიგატორი გამოიყენება კბილების შემხები ზედაპირების გასასუფთავებლად. იგი ძალიან კარგი დამხმარეა იმ შემთხვევაში თუ სხვადასხვა სტომატოლოგიური პრობლემები გვაწუხებს ან პირის ღრუში ხელოვნური კონსტრუქციებიგვაქვს.
თუ გსურს, მაღალი ხარისხის ირიგატორი შეიძინო, VELI.store ამისთვის იდეალური პლატფორმაა. აქ შეძლებ შეარჩიო სხვადასხვა ბრენდის პორტატული ან საოჯახო ირიგატორი, ამასთან, ველიზე აღმოაჩენ პირის ღრუს მოვლის სხვადასხვა საშუალებებსაც, როგორიცაა კბილის ელექტრო ჯაგრისები, კბილის ძაფები, კაპები და უამრავი სხვა.

 


როგორ მუშაობს პირის ღრუს ირიგატორი?


ამ მოწყობილობის მუშაობა დაფუძნებულია ირიგაციის პრინციპზე – ჰიდრომასაჟზე. ირიგატორში არსებული კომპრესორი ქმნის წნევას, შედეგად, წყლის ჭავლი გარკვეული წნევით მიეწოდება სამუშაო ზედაპირს. ასე წყლის წნევის საშუალებით, შესაძლებელია, კბილთაშუა სივრცეების, კბილის ზედაპირების, ღრძილების, ენისა და ლოყების გაწმენდა. პროცედურის ეფექტურობისათვის წყალს შესაძლოა დავამატოთ სპეციალური სამკურნალო ბალზამები ან ანტისეპტიკური სითხეები.


არსებობს სტაციონარული ირიგატორები, ანუ სახლში დასადგამი/გამოსაყენებელი და ასევე პორტატული ირიგატორები - იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მფლობელი ბევრს მოგზაურობს ან უბრალოდ აბაზანაში არ აქვს იმდენი ადგილი, რომ ირიგატორი დადგას.


VELI.store-ზე წარმოდგენილ ყველა ირიგატორს სხვადასხვა დანიშნულების თავები აქვს: ძირითადი კბილთაშუა სივრცეებისათვის და ღრძილების მასაჟისათვის, ენის ჰიგიენისათვის, ბრეკეტების ირგვლივ სივრცეების, ხელოვნური გვირგვინების, იმპლანტების, ხიდისებრი კონსტრუქციები, ვინირების გასაწმენდად. შესაბამისად, ეს ერთი მოწყობილობა პირის ღრუს წმენდასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარება.

 


შეარჩიე საუკეთესო ხარისხის ირიგატორი VELI.store-ზე


თუ უკვე შეაჩერე არჩევანი მაღალი ხარისხის, კომფორტულ და მრავალფუნქციურ ირიგატორზე, ველიზე მის შეძენას სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეძლებ. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირიგატორი, მისი უამრავი ფუნქციის და შესაძლებლობის მიუხედავად, არ ანაცვლებს ისეთ ყოველდღიურ საშუალებებს, როგორიცაა კბილის პასტა, ჯაგრისი ან პირის ღრუს სავლები.


შეიძინე პირის ღრუს მოვლის საუკეთესო საშუალებები VELI.store-ზე და ისარგებლე უფასო მიტანის სერივით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე. თბილისის მასშტაბით ველის კურიერი შეკვეთას სულ რაღაც 3 საათში მოგიტანს.
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.