კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
La Roche Posay
დალაგება:

La Roche Posay

20 პროდუქტის ჩვენება

ცნობილი ფრანგული ბრენდის La Roche Posay-ს ისტორია XIV საუკუნიდან იწყება, როდესაც საფრანგეთის პატარა ქალაქ ლა როშე პოზეში, ფრანგმა არისტოკრატმა, ბერტრან დიუ გესკლინმა თერმული წყაროები აღმოაჩინა. პატარა ქალაქში ამბავი სწრაფად გავრცელდა და მაშინდელი მკვლევარები მალევე მიხვდნენ, რომ La Roche-Posay წყაროებს სამკურნალო თვისებები გააჩნდათ. 
 

La Roche Posay-ს თერმული წყალი შეიცავს სასარგებლო ელემენტებს, მინერალებს, მარილებსა და სელენის მაღალ კონცენტრაციას, რომელთაც კანის ბარიერის აღდგენა, რეგენერაცია და მკურნალობა შეუძლია. თერმული წყლები ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა, რაც კანის მოვლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. 
 

La Roche Posay-ს პროდუქცია ველიზე


ველიზე სილამაზისა და თავის მოვლის კატეგორიაში ბრენდების გვერდებს აღმოაჩენ, სადაც ბრენდის ყველა პროდუქტის ნახვა ერთ სივრცეში შეგიძლია. La Roche Posay-ს ასორტიმენტში შეხვდები:
 

პროდუქტების შეძენას მარტივად, სახლიდან გაუსვლელად ველიზე შეძლებ. ბრენდი აერთიანებს პროდუქტებს ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის მგრძნობიარე კანისთვის. 
 

მაგალითად, თუ აკნესადმი მიდრეკილი კანი გაქვს და დიდი ხანია აკნეს პრობლემას უშედეგოდ ებრძვი, კარგი ვარიანტია La Roche Posay-ს სახის შრატი, რომელიც არბილებს და ატენიანებს სახის კანის სტრუქტურას. შრატი მსუბუქი და ნაზი კონსისტენციით გამოირჩევა. უმჯობესია თუ შრატის რამდენიმე წვეთს თითებზე გადაინაწილებ და ხელის ნაზი მოძრაობით წაისვამ ჯერ თვალის ირგვლივ, ხოლო შემდეგ სახის სხვა ზონებზე. პროდუქტი დერმატოლოგიურად ტესტირებულია და თავისუფალია პარაბენებისგან. შრატი ასევე ხსნის ფორებს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ატენიანებს, არბილებს კანის ზედაპირს და ამცირებს შავი წერტილების რაოდენობას. 
 

მთელი დღის მანძილზე სახის კანზე გარკვეული რაოდენობის ჭუჭყი და ცხიმი გროვდება. მაშინაც კი თუ ყოველდღიურად მსუბუქ მაკიაჟს ატარებ, მნიშვნელოვანია საღამოს რუტინაში მაკიაჟი ეფექტური და ნაზი მიცერალური წყლით მოიშორო და კარგად ჩამოიბანო. ამაში La Roche Posay-ს მიცერალური წყალი დაგეხმარება, რომელიც ნაზად ასუფთავებს და აღადგენს კანის დამცავ ბარიერს. 
 

უკვე იცი, რომ კანის მოვლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მზისგან დამცავს აქვს. La Roche Posay-ს მზისგან დამცავები ველიზე სხვადასხვა მოცულობით და ტექსტურით შეგხვდება. ბრენდის კატეგორიაში აღმოაჩენ მზისგან დამცავ სტიკებს, ლოსიონებსა და კრემებს. 
 

დღეს La Roche Posay თავის მოვლის ერთ-ერთი რჩეული ბრენდია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 90 000-ზე მეტი დერმატოლოგი უწევს რეკომენდაციას. დაათვალიერე და შეიძინე La Roche Posay-ს პროდუქცია ონლაინ, VELI.store-ზე და მიიღე შეძენილი პროდუქტები უფასოდ, 3 საათში. 


 

 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.