სახლის მოვლისა და დასუფთავების საშუალებების ინდუსტრიაში, უკვე ათწლეულებია Vileda საერთაშორისოდ მოთხოვნად, სანდო მწარმოებლად იქცა. ამ ბრენდმა მომხმარებლის ნდობა ხარისხისა და ინოვაციებისადმი ერთგულებით მოიპოვა და დღემდე, ჩვენი ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმეების გასამარტივებლად უამრავ მოსახერხებელ და ეფექტურ საშუალებას გვთავაზობს.
შეარჩიე Vileda-ს უნივერსალური საწმენდები, მოპები და ჯაგრისები VELI.store-ის ონლაინ მაღაზიაში და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ყველა რეგიონში.
დაათვალიერე Vileda-ს სახლის მოვლის საშუალებების კატეგორია VELI.store-ზე
შენი სივრცის სისუფთავეს განსაკუთრებული გავლენა აქვს მთელი დღის განწყობაზე. თუ გსურს დასუფთავების ხანგრძლივი რუტინა გაცილებით მარტივ და ეფექტურ პროცესად იქცეს, ვილედას დამხმარე საშუალებები საქმეს ნამდვილად გაგიმარტივებს.
ინოვაციური მოპის სისტემებიდან დაწყებული, მაღალი ხარისხის მიკროფიბერის ქსოვილებით დამთავრებული, VELI.store-ის ამ კატეგორიაში უამრავი ტიპისა და დანიშნულების ნივთს აღმოაჩენ.
შეიძინე Vileda-ს უნივერსალური საწმენდი ტილოები ონლაინ
საწმენდი ტილოები სამზარეულოსთვის არასდროსაა საკმარისი. თუ მაღალი ხარისხის საწმენდის შეძენა გსურს, ვილედას უნივერსალური ტილოების მომარაგება გვიანი არასდროსაა. ისინი ნებისმიერი ტიპის ზედაპირისთვის გამოიყენება, როგორც სველი, ასევე მშრალი დასუფთავებისთვის. მიკროფიბერის მასალა მარტივად შთანთქავს სითხეს და ხანგრძლივად ინარჩუნებს პირვანდელ ფორმას.
სახლის დასუფთავების საშუალებებისთვის შოპინგისას, საყიდლების სიაში ჭურჭლის საწმენდი ტილო-ღრუბელიც არ უნდა გამოგვრჩეს. იგი იდეალურია სამზარეულოსა და აბაზანის სველი ზედაპირებისთვის. სითხესთან ერთად მარტივად აშორებს ცხიმსა და მტვერს, ამასთან კი, არ საჭიროებს სარეცხი საშუალებების დამატებას.
შეარჩიე იატაკის საწმენდი მოპები და ჯაგრისები - მიიღე შენაძენი სულ რაღაც 3 საათში
იატაკის გაწმენდა, ხშირად, დასუფთავების რუტინის ბოლო და გამორჩეულად შრომატევადი დავალებაა. ამ პროცესის მაქსიმალურად გასამარტივებლად, Vileda ultra max-ის ჯოხი არის ყველაზე ეფექტური, მოსახერხებელი, სწრაფი და ხარისხიანი საწმენდი საშუალება, რომელიც მარტივად უმკლავდება ჩამჯდარ ჭუჭყსა და ლაქებს. იგი მინიმალური ძალისმევით უდგება იატაკის ყველა კუთხეს და იდეალურია ყოველდღიური დასუფთავებისთვის.
იშოპინგე VELI.store-ზე სახლიდან გაუსვლელად, შეაჩერე არჩევანი Vileda-ს ერგონომიულ კოლექციაზე და მიიღე ნებისმიერი შენაძენი ყველაზე სწრაფად და მარტივად.