კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ჰამაკი & საქანელა
ფილტრაცია
დალაგება:

ჰამაკი & საქანელა

Koopman, ჰამაკი-სკამი რბილი ზურგით
Koopman, ეზოს საქანელა სახურავით-15%
449.65529.00
Koopman, ეზოს საქანელა სახურავით
Koopman, ჰამაკი-15%
97.67114.90
Koopman, ჰამაკი
ორადგილიანი ჰამაკი-28%
Koopman, ეზოს საქანელა
529.00
Koopman, ეზოს საქანელა
საქანელა ბალიშით, ყავისფერი-50%
349.00699.00
საქანელა ბალიშით, ყავისფერი
საქანელა, ყავისფერი-33%
499.00749.00
საქანელა, ყავისფერი
ორადგილიანი ჰამაკი, ლურჯი-38%
149.00239.00
ორადგილიანი ჰამაკი, ლურჯი
Koopman, ჰამაკი-35%
87.69134.90
Koopman, ჰამაკი
ერთადგილიანი ჰამაკი-სკამი
ერთადგილიანი ჰამაკი-31%
20 პროდუქტის ჩვენება

ჰამაკები

 

ჰამაკი და მისი მოგონებები, ყველა ადამიანის ზაფხულის განუყოფელი ნაწილია. აბა წარმოიდგინე შენი ყველა ზაფხული და ნახე, რომელ მათგანში არ არის ფერადი ჰამაკი? 

 

რომელი მოგონება ამოტივტივდა? წითელ-ყვითელ ფერებში გაფორმებული ჰამაკი მწვანე ფონზე ყველაფერს რომ ანათებს, მანქანიდან ფანჯარაში თავგაყოფილი, ქარით აფრიალებულ ჰამაკებს რომ ხედავდი გზაზე თუ არდადეგებზე გამოტანებული წიგნები, რომლებსაც ჰამაკში კითხვით იყვარებდი.
 

ჰამაკი და თბილი პლედი, ზაფხულის გრილი საღამოსთვის საუკეთესო კომბინაციაა. ნებისმიერ დროს, მაშინაც თუ სახლში ხარ შენს ეზოში ან სულაც აივანზე, შვებულებაში ქალაქ გარეთ ან აგარაკზე შაბათ-კვირას - ჰამაკი ყველგან აგიმაღლებს განწყობას და ზაფხულს დაუვიწყარს გახდის. ალბათ ხშირად გვინატრია, რომ იმ მომენტში ჩრდილში, ჰამაკში წამოწოლილებს გაგვეკეთებინა ყურსასმენები და ჩვენი საყვარელი მუსიკისთვის მოგვესმინა.  
 

ჰამაკები არა მხოლოდ მისი კომფორტულობის გამოა პოპულარული, არამედ იმ მიზეზითაც, რომ სახლის ინტერიერსა თუ ეზოს საერთო ხასიათს მნიშვნელოვან ელემენტს მატებს. ჩვენთვის სასურველი ჰამაკის განთავსება სახლში, საკუთარი თავის გამოვლენის კიდევ ერთი საინტერესო საშუალებაა.
 

საკმარისია მხოლოდ ნახო მრავალფეროვანი ჰამაკები ველიზე და შეარჩიო იდეალური შენთვის. 

 

როგორ შევარჩიო ჰამაკი? 

 

მარტივია, ჰამაკში თავს ძალიან კომფორტულად და მოდუნებულად უნდა ვგრძნობდეთ. ხშირად მომხმარებლები გვიან აცნობიერებენ, რომ ჰამაკი, მხოლოდ ინტერიერის ნაწილად კი არა, არამედ მუდმივი მოხმარებისთვის იქმნება, ამიტომ იდეალური ჰამაკის შერჩევამდე შენ შეგხვდება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ჰამაკები, მაგრამ ჩვენ ამ გზას გაგიკვალავთ და გეტყვით მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინო. 

 

ლოკაცია

 

სანამ ჰამაკი შენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება, შეარჩიე მისთვის იდეალური ლოკაცია. წარმოიდგინე ადგილი, სადაც შენს ატმოსფეროს ვერაფერი დაარღვევს ან ისეთი კუთხე, რომელიც სამეგობროს ყველაზე მეტად მოგწონთ. მართალია ჩხუბი სულ მოგიწევთ იმაზე თუ ვინ დაიკავებს ჰამაკში საპატიო ადგილს, მაგრამ არც ეს პრობლემაა გადაუჭრელი, უბრალოდ დიდი ჰამაკი დაგჭირდება და ამაზეც გეტყვით ცოტა მოგვიანებით. 
 

თუ შენი ეზო არ არის ხეებით სავსე და არჩევანი მწვანე ლამაზ მოლზე შეაჩერე, მაშინ გირჩევნია ისეთი ჰამაკი ნახო, რომელსაც საკუთარი სადგამები აქვს. სადაც მოგესურვება იქ დადგამ - თან წააყოლებ ეზოში მოხვედრილ ჩრდილს ან აივანზე აიტან ცუდ ამინდში, თუმცა აივნისა თუ ტერასისთვის არსებობს საქანელა, რომელიც შენი არა მარტო აგარაკის, არამედ ქალაქის ბინის განუყოფელი ნაწილიც კი შეიძლება გახდეს. 

 

სიდიდე

 

შევთანხმდეთ, რომ ჰამაკი ყველას უყვარს. ზოგი ყველაფერზეა წამსვლელი, იმისთვის რომ ჰამაკში ადგილი დაიკავოს. ამიტომ, წინასწარ დაიჭირე თადარიგი და ისეთი ჰამაკი შეარჩიე, რომელიც შენს ყოველდღიურ სიტუაციას ერგება. 
 

შენი აგარაკი მეგობრების შეკრების ადგილია, მაშინ უმჯობესია არჩევანი 2-3 კაციან ჰამაკზე შეაჩერო, ან შეიძინო ჰამაკები, რომლებიც ტევადობით 1 ადამიანზეა გათვლილი.
 

ერთი ადამიანისთვის კარგი არჩევანი შეიძლება საქანელა აღმოჩნდეს, ის კომფორტულად ჯდომის, კითხვის, მუშაობის ან მუსიკის მოსმენის საშუალებასაც იძლევა.
 

ქსოვილი

 

უმეტესობას ნაჭრის ჰამაკები უყვარს, რადგან ყველაზე ფერადი და რბილია. თუმცა თუ ხშირად რჩებით გარეთ, გიყვართ ლაშქრობები და ბუნებაში ღამის გათევა, იფიქრეთ ნეილონის ან პოლიესტერის ჰამაკზე. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქსოვილები უმეტესად არ ატარებს წყალს ან მარტივად შრება. 

 

ჰამაკები VELI.store-ზე
 

ნაჭრის ჰამაკი
 

ნაჭრისგან მოქსოვილი ჰამაკები მეტი კომფორტის საშუალებას გვაძლევს, ვიდრე ის ჰამაკი, რომელსაც თავსა და ბოლოში ხის ნაჭრები აქვს მეტი სიმყარისთვის.
 

ნაჭრის ჰამაკი, განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს, რადგან მათთვის საწოლის ფუნქციასაც ითავსებს და საუკეთესო ადგილია დიდხნიანი თამაშის შემდეგ დასვენებისთვის. 
 

საქანელა
 

ველიზე ნახავ ჰამაკ სკამსაც, რომელსაც ყველა უბრალოდ ასე ვეძახით - საქანელა. ძალიან ჰგავს იმას, ბავშვობაში რომ გვიყვარდა და გვინდოდა სათამაშო მოედნიდან სახლში წამოგვეღო.

საქანელა კარგია როგორც ეზოსთვის, ისე აგარაკზე ტერასისა თუ აივნისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქანელა ქალაქის სახლის აივნისთვის არ გამოგადგება. პირიქით, ერთადგილიანი საქანელა შენი ინტერიერის ულამაზესი, გამორჩეული, ელემენტი იქნება.

წარმოიდგინე ის დღეები, როცა ზაფხულის ძალიან ცხელი შუადღის შემდეგ, როგორც იქნა, გრილი საღამო დადგა, შენ კი აივანზე გაქვს კომფორტული საქანელა, რომელშიც შეგიძლია მთელი დრო გაატარო. 

წაიკითხო რამე, დაკავდე მედიტაციით ან უბრალოდ გადაეშვა ფიქრებში და დაგეგმო ხვალინდელი დღე - საქანელა, შენი კარგი კომპანიონი იქნება ყველა აქტივობაში. 

აღმოაჩინე შენთვის იდეალური ჰამაკი ან საქანელა ველიზე და მიიღე აგარაკზეც, იმავე დღეს, 3 საათში.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.