კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
თანამედროვე
ფილტრაცია
დალაგება:

თანამედროვე

Go Set a Watchman
ვარდის სურნელი
დამწვარი რუკა
პიანისტი
ძველი ფურცლიდან
ბნელი კოშკი (7)
ასტრალის სული
ზღვა და ალუბლები
აღმოსავლეთით
ჯამბაზი შალიმარი
ქარის ჩრდილი
20 პროდუქტის ჩვენება

ბევრი თანხმდება, რომ თანამედროვე ლიტერატურის წერა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. თანამედროვე ლიტერატურის ნაწარმოებები საზოგადოების სოციალურ და პოლიტიკურ შეხედულებებს ასახავს, რომლებიც ნაჩვენებია რეალისტური პერსონაჟებით და მიმდინარე მოვლენებით.

თუკი რაიმე ახლის წაკითხვის სურვილი გიპყრობს და კლასიკური ლიტერატურა შენთვის უკვე კარგად ნაცნობია - დროა თანამედროვე წიგნები მოიმარაგო. თანამედროვე მწერლების გამორჩეულ ნაწარმოებებს VELI.store-ის წიგნების ონლაინ მაღაზიიდან მარტივად გაეცნობი ან გადაიკითხავ. მათ შორის არის თანამედროვე ქართველი მწერლების გამორჩეული შემოქმედება, დაწყებული გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დღევანდელის ჩათვლით.


ჩვენს ვებ გვერდზე შენ შეგიძლია მუდმივად განახლებადი საკითხავები დაათვალიერო კატეგორიიდან - თანამედროვე ლიტერატურა და ფასდაკლებებითაც ისარგებლო. თანამედროვე ავტორების გასაცნობაში ისეთი გამომცემლობები  გეხმარებიანროგორებიცაა: „პალიტრა L”, სულაკაური, არტანუჯი, დიოგენე, ინტელექტი, ქარჩხაძის გამომცემლობა და სხვა.  


როგორ შევარჩიო თანამედროვე ლიტერატურა?

კარგი წიგნის არჩევა რთული პროცესია, რომელიც ექსპერიმენტებსაც მოითხოვს სანამ ფავორიტ წიგნს აღმოაჩენ. თუმცა, ველიზე ყველასთვის მოიძებნება რაღაც დაწყებული ფანტასტიკიდან, დისტოპიური ნოველა, ისტორიული რომანი, მისტიკა, დამთავრებული მაგიური რეალიზმით (მაგ. გაბრიელ გარსია მარკესის ‘’მარტოობის ასი წელი’’ ან ჰარუკი მურაკამის ‘’კაფკა პლაჟზე’’).

თანამედროვე ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშად ტონი მორისონს ‘’საყვარელი’’ ითვლება, რითაც შეგიძლია ამ ჟანრის კითხვა დაიწყო. კიდევ ერთი კარგი მაგალითი, მიშელ უელბეკის „პლატფორმა“ არის, რომელიც მწერლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ამავე დროს, თამამი ნაწარმოებია. შესანიშნავი საკითხავია „შანტარამი“, რომელიც ავსტრალიის მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცეული პატიმრის ამბავს გვიყვება. 


თუ ჟანრობრივ პრეფერენციაში დარწმუნებული არ ხარ, ყოველთვის შეგიძლია მარტივი გამოსავალი იპოვო. ამისთვის იდეალური ვარიანტია ფილმად ქცეული წიგნები, როგორებიცაა ‘’პიანისტი’’ ან აგათა კრისტის ‘’და აღარავინ დარჩა’’ და სხვა. ამ დროს საშუალება გაქვს წაკითხული ეკრანიზაციას შეადარო.

თვალი გადაავლე ლიტერატურული პრემია „საბას“ ყოველი წლის გამარჯვებულებს, რომელთა თანამედროვე წიგნები წლის აღმოჩენა ხდება და ყველა მკითხველზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. მათ შორის, 2022 წლის გამარჯვებულები და მთავარი ჯილდოს მფლობელი წიგნი - თემო რეხვიაშვილის „კურიერის ამბები“, რომელიც ახალგაზრდა კაცის ცხოვრების ფრაგმენტებისგან შედგება.
  
ჩვენს ვებგვერდზე თანამედროვე წიგნები თავისი მრავალფეროვნებით უცხოელი და ქართველი მწერლების მიერ შექმნილ წიგნებს აერთიანებს, მათ შორის არიან: ალენ გინსბერგი, მარგარეტ ართვუდი, სტივენ კინგი, ჰარუკი მურაკამი, ფილიპ როთი; ქართველებიდან - გურამ დოჩანაშვილი, ჯემალ ქარჩხაძე, აკა მორჩილაძე, დათო ტურაშვილი, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე. 


მათი და სხვა ცნობილი ავტორების ბესთსელერები აქ არის თავმოყრილი. და არამარტო… ველის ციფრულ დახლებზე ის თანამედროვე წიგნები და ინგლისურენოვანი წიგნები მოიძებნება, რომლებიც ყოველთვის რაღაცას გასწავლის. ეს საკითხავები ახალ გამოცდილებასა და პერსპექტივას გთავაზობს. მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად აქ თავმოყრილია ინგლისური ენის გასაუმჯობესებელი დამხმარე სახელმძღვანელოები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის.


თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა


ველიზე თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა საბავშვო წიგნებით  ყველა ასაკის ბავშვს ითვალისწინებს. აქ კატეგორიები ასაკის მიხედვით განსხვავება და საჭიროებისამებრ სხვადასხვა მიმართულებით შეგიძლია იპოვო. 
თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა ილუსტრირებული წიგნებით საუკეთესო არჩევანია ბავშვმა მისთვის ახალ სამყაროში შეაბიჯოს. ამით კითხვა მოსაწყენი არ გახდება და სახალისო იქნება


.ჰარი პოტერი თითოეული პატარა მკითხველის საყვარელი საკითხავია და არამარტო. ამიტომ ჯობს ეკრანიზაციით უკვე კარგად ნაცნობი სერიები, წიგნის ფურცლებიდან გაიცნოს.  თუმცა, არის კიდევ ისეთი საბავშვო წიგნები, რომლებიც არ ძველდება და ყველა დროის ბავშვისთვის საყვარელი მეგობარი გახდება, მაგალითად ვინი პუჰი.


 კარგი არჩევანი იქნება ქართული საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია, სადაც შეგხვდება განსხვავებული დრო და სივრცე, მსოფლმხედველობა, განსხვავებული კონცეფციები ჟანრი და ფორმა. ქართული ზღაპრებიდან გამორჩეულია არჩილ სულაკაურის “ცისფერი ირემი”, “ასფურცელა” და “სალამურას თავგადასავალი’’ ძალიან მოეწონებათ პატარა მკითხველებს.


რაც შეეხება თინეიჯერებისთვის საკითხავებს, ჩვენ მოზარდებისთვის შექმნილი წიგნების საუკეთესო პერიოდში ცხოვრობთ. ახლა, როგორც არასდროს თანამედროვე წიგნები მოზარდებისთვის მრავალფეროვან, ინკლუზიურ თემებსა და გამოცდილებას გვაჩვენებენ. სადავო და პროვოკაციული თემების შესწავლით, ასევე რთული ალტერნატიული სამყაროების შემუშავებით, თინეიჯერული თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა, როგორც ახალი მწერლობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სფეროდ ჩამოყალიბდა.


როგორ შევიძინო წიგნები ონლაინ

იმისთვის, რომ თანამედროვე წიგნები შეარჩიო სასაჩუქრედ, სახლში თუ ტრანსპორტში საკითხავად, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზიაა. ამით დროს დაზოგავ და შენი შემდეგი საყვარელი წიგნის კითხვა შეგიძლია სწრაფად დაიწყო. VELI.store-ზე ნახავ უახლეს ბესტსელერებს.
აღმოაჩინე თანამედროვე ლიტერატურა, შეიძინე წიგნები დღესვე და მიიღე თბილისში 3 საათში, ადგილზე უფასო მიწოდებით.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.