კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
თმის სახვევები და გასასწორებლები
ფილტრაცია
დალაგება:

თმის სახვევები და გასასწორებლები

თმის სახვევი Dyson HS05 Airwrap Multi-styler Complete Long Nickel/Copper
თმის უთო Remington S8590 Keratin Therapy Pro Straightener Silver
თმის უთო Dyson HS07 Corrale Hair Straightener Copper/Nickel
თმის სახვევი Babyliss RS035E Thermo-Ceramic Rollers Black-19%
თმის უთო Babyliss 2598NPE Elegance 235 Hair Straightener Pink-42%
139.00239.00
თმის უთო Babyliss 2598NPE Elegance 235 Hair Straightener Pink
თმის უთო Remington S5525 E51 PRO-Ceramic Extra Hair Straightener Black
თმის უთო Remington S8540 Keratin Protect Hair Straightener Brown
თმის სახვევი Philips BHB871/00 Sublime Ends Curler Black/Pink-20%
თმის უთო Dyson HS03 Hair Straightener Nickel/Fuchsia
1149.00
თმის უთო Dyson HS03 Hair Straightener Nickel/Fuchsia
თმის უთო ETA 933690010 Fenité Gift Set Hair Care Black
თმის უთო Remington S9880 Proluxe You Adaptive Hair Straightener Gray-13%
თმის უთო Remington S6077 One Straight & Curl Styler Black-21%
299.00379.00
თმის უთო Remington S6077 One Straight & Curl Styler Black
თმის უთო Remington S4740 Shea Soft Hair Straightner Pink-12%
149.00169.00
თმის უთო Remington S4740 Shea Soft Hair Straightner Pink
თმის უთო Remington S5901 Coconut Smooth Hair Straightner Pink-25%
149.00199.00
თმის უთო Remington S5901 Coconut Smooth Hair Straightner Pink
20 პროდუქტის ჩვენება

თუ გსურს შეიძინო ხარისხიანი თმის სახვევი, აირჩიე ველი ყველაზე კომფორტული ონლაინ შოპინგისთვის, არაჩვეულებრივი ფასდაკლებებითა და ყველაზე მრავალფეროვანი პროდუქციით.
 

თმის სახვევის ყიდვისას შეგიძლია ისარგებლო თიბისის 0%-იანი გავადებით(ეფექტური 0), რაც ნიშანავს, რომ თუ პროდუქტის ღირებულება 100 ლარს შეადგენს, შეგიძლია იგი 6 ნაწილად გაყო და არცერთ თეთრს ზედმეტად არ გადაიხდი. რა თქმა უნდა,  ასევე მიიღებ ყველასთვის ცნობილ ველის უფასო მიტანის სერვისით, რომლის დახმარებითაც სასურველი შენაძენი შენი სახლის კართან სულ რაღაც 3 საათში გაჩნდება.


ყველაზე მისაღები ფასები ისეთ საერთაშორისო ბრენდებზე, როგორებიცაა : BRAUN, PHILIPS, SOKAN, REMINGTON და სხვ. აქაა.
 


რისთვის გჭირდება თმის სახვევი


თმა შენი შინაგანი სამყაროს გამოხატვისთვის იდეალური საშუალებაა. თუ გინდა, რომ განსაკუთრებულად გამოიყურებოდე ნუ დასჯერდები სისადავეს ყოველდღიურად. შემოიტანე რაღაც ახალი შენს გარეგნობაში, მაგალითად ტალღები ან კულულები.
თმის სახვევი დაგეხმარება, რომ შენი ყოველი დილა ახალი აღმოჩენით, ახალი სტილით დაიწყო. მისი საშუალებით შეძლებ ატარო ვარცხნილობები, რომელთა არსებობაზეც აქამდე არც კი გსმენია. ამ ბედნიერი ცვლილებების მისაღწევად კი სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდება, ეს უკანასკნელი შენს მოხერხებულობაზეა დამოკიდებული.


არ აქვს მნიშვნელობა თმის სახვევი პროფესიული საჭიროებისთვის გჭირდება თუ პირადი მოხმარებისთვის, ველიზე დასახვევს სახლისა თუ სალონისთვის უსწრაფესად და უმარტივესად იპოვი. ყველა ხარისხისა და ღირებულების პროდუქცია, რაც კი აზრად მოგდის აქაა.
 


როგორ უნდა შეარჩიო თმის დასახვევი თუ არ გინდა რომ თმა დაგიზიანდეს?


ტალღოვანი თმა და კულულები საუკუნოდ ტრენდული იქნება, მიუხედავად იმ ცნობილი აზრისა, რომ  სტაილერები და თმის ფენი აზიანებენ თმის სტრუქტურას. თმის მოვლის მოყვარულ ადამიანებს უწევთ არჩევანის გაკეთება ჯანსაღ თმასა და მოდურ ვიზუალს შორის.


შენ არ მოგიწევს ამ არჩევანის გაკეთება, რადგან ველი გაძლევს შანსს გქონდეს ჯანსაღი თმა და ამავდროულად, ყველაზე გიჟური კულულები. ამისათვის საჭიროა შენი თმის სტრუქტურისთვის შესაფერისი ხელსაწყოს შერჩევა. არჩევანის გაკეთებისას უნდა გაითვალისწინო ისეთი ტექნიკური მახასიათებლები, როგორებიცაა :


•             ტემპერატურა - თმის სახვევი უნდა ერგებოდეს შენი თმის ღერების სიმძლავრესა და სტრუქტურას ტემპერატურით, რათა შეძლოს მათი ფორმირება დაზიანების გარეშე.


•             სახელურისა და სადენის სიგრძე - თუ გრძელი ან მოცულობითი თმა გაქვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თმის სახვევი გრძელი სადენითა და კომფორტული სახელურით იყოს წარმოდგენილი. ასე შეძლებ დროისა და ენერგიის სწორად გადანაწილებას დახვევის დროს.


•             სიმძლავრე - ეს კრიტერიუმი განსაზღვრავს თმის დასახვევი მოწყობილობის გათბობის სიჩქარეს ქსელში ჩართვისას. თუ თმის სახვევი მძლავრია, შენ გაცილებით მეტ დროს ზოგავ.


•             რეჟიმები - მნიშვნელოვანია რეჟიმების რაოდენობა, რადგან ეს სხვადასხვა რეჟიმი იძლევა სხვადასხვა ტიპისა და სიგრძის თმასთან მუშაობის შესაძლებლობას.


•             ზომა - ამ მახასიათებელს ორი მხრიდან უნდა შევხედოთ. რამდენად დიდია მთლიანი მოწყობილობის მოცულობა და არის თუ არა იგი კომპაქტური გადასაადგილებლად. მეორე მხრივ კი, რამდენად მოცულობითია თმის სახვევის სამუშაო ზედაპირი და გაქვს თუ არა შესაძლებლობა ერთდროულად თმის შედარებით დიდი ნაწილის ფორმირების.


•             სამუშაო ზედაპირი/საფარი - სახვევის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ეხება და ახურებს შენს თმას საფარია. მნიშვნელოვანია იცოდე რა მასალისგანაა იგი დამზადებული, რათა თავიდან აირიდო თმის დაწვა უხარისხო ზედაპირის შემთხვევაში. ზოგადად, მიჩნეულია, რომ ტურმალინის საფარის მოწყობილობები, რომელიც ყველა სხვა მოდელებთან შედარებით საკმაოდ ძვირია, საუკეთესო მახასიათებლებით ნამდვილად გამოირჩევა და ღირს მისი შეძენა.  იონიზირებულ ნაწილაკებზე დაყრდნობით, იგი იცავს და უვლის თმას მაქსიმალურად.   


გარდა ამისა, აღსანიშნავია,  რომ უშუალოდ თმის ავტომატური დასახვევი სხვადასხვა დიზაინისაა. ისინი შეიძლება იყოს როგორ გოფრირებული, ხვეული, სპირალური, კონუსური/ტალღოვანი  და ა.შ.


 
თმის სახვევი - ტიპები და სახეობები


თმის სახვევებს განარჩევენ, როგორც ტიპობრივად, ისე ხვეულების რეგულირების და მიწოდებული სითბური ტალღის ტემპერატურის მიხედვით. ამ მხრივ განსხვავება უმეტესად ბრენდულ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. ზოგი ბრენდი უპირატესობას სიმძლავრეს ანიჭებს, რათა ვარცხნილობების სწრაფად და ხარისხიანად დაყენება შეძლო, ზოგი ბრენდისთვის კი პრიორიტეტული თმის სიჯანსაღეზე ზრუნვაა და შესაბამისად ისინი ნაკლები სიმძლავრითა და მეტი დაცულობით ხასიათდებიან.


ამ განსხვავების გარდა ასევე პოპულარულია როგორც მაშის ტიპის, ისე მრგვალი დიზაინის მოდელები, სხვადასხვა ფუნქციონალით და სამუშაო რეჟიმით. უმეტესობა მათგანს გააჩნია დახვევის დასრულების და გაცხელების ტემპერატურის სპეციალური ინდიკატორები. ამხელა არჩევანი კი ნამდვილად უნდა აადვილებდეს შენთვისა და შენი თმისთვის მისაღები პროდუქტის ამორჩევას.
 


პროცედურები, რომლებიც თმის სახვევის გამოყენებამდე უნდა გაიარო


გლამურულმა ტალღებმა შენს თმაში შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს შენი თავდაჯერებულობა. განსხვავებული და ტრენდული ვარცხნილობები საკმაოდ აზარტულია თავის მოვლის მოყვარული ადამიანებისთვის და ეს ბუნებრივიცაა. თუ გსურს დამოუკიდებლად შეძლო ყველაზე ექსცენტრული და ელეგანტური ვარცხნილობების გაკეთება, ისე, რომ თმას მინიმალური ზიანი მიაყენო, უნდა იცოდე რამდენიმე ძირითადი წესი.


•             საქმეს შეუდექი თმის კარგად დაბანით. შამპუნის შემდეგ გამოიყენე თმის ნიღაბი ან თმის კონდიციონერი რათა სრულიად მზად იყო შემდგომი პროცესისთვის.


•             თმის გაშრობამდე თმაზე დაიტანე მაღალი ტემპერატურისგან დამცავი, ასე მაქსიმალურად შეამცირებ თმის ღერების დაწვის ან ზედმეტად გამოშრობის შანსს.


•             კარგად გაიშრე თმა. მნიშვნელოვანია, რომ შენი თმის არცერთი ნაწილი არ იყოს სველი ან ნესტიანი.


როცა ყველა ამ პროცედურას გაივლი, შეგიძლია თავისუფლად შეუდგე თმის დახვევის პროცესს.
 
 
 
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.