ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობაა, რომელიც ატენიანებს ჰაერს და უზრუნველყოფს ჯანმრთელობისთვის არასასურველი სიმშრალის თავიდან აცილებას. VELI.store-ზე ონლაინ, ჰაერის დამატენიანებლების კატეგორიაში, შეძლებ აღმოაჩინო ტოპ ბრენდები, მათ შორის:
შეიძინე ჰაერის დამატენიანებლები სახლიდან გაუსვლელად ველიზე და მიიღე პროდუქტები 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე ჰაერის დამატენიანებელი VELI.store-ზე
ველის ციფრულ თაროებზე დაგხვდება Remax RT-A700 ჰაერის დამატენიანებელი, რომელსაც 1.6 ლიტრიანი წყლის გამჭვირვალე ავზი აქვს. მოწყობილობაში ჩაშენებულია 4000 mAh ბატარეა, რომელიც იმუხტება 5W-იანი ადაპტერითა და USB Type-C კაბელით. ერთი დატენით ჰაერის დამატენიანებელი 8 საათიდან 12 საათამდე მუშაობს. ხმაურის დონე 45dB-ზე ნაკლებია, რაც დასვენებაში ან საქმეზე ფოკუსირებაში ხელს არ შეგიშლის. ჰაერის დამატენიანებლის დიზაინში ჩაშენებულია LED განათება, რომლის კონტროლიც მოწყობილობაზე არსებული ღილაკით არის შესაძლებელი.
დატენიანებასთან ხშირად საჭიროა ჰაერის გაწმენდაც. ველიზე მარტივად აღმოაჩენ Ariete-ს ჰაერის გამწმენდს, რომელიც ეფექტურად აშორებს მიკრობებს, ბაქტერიებსა და ალერგენებს. მოწყობილობას აქვს სტერილიზაციის, ჰაერის დატენიანების, იონიზციისა და სატურაციის ფუნქციები. პროდუქტი ასუფთავებს 15 კვ.მ ფართობს 30 წუთში.
ETA-ს ჰაერის დამატენიანებელი
ETA ჩეხური ბრენდია, რომელიც 1943 წლიდან ქმნის საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ველიზე შეგიძლია აღმოაჩინო ETA ჰაერის დამატენიანებელი, რომელიც წმენდს და ატენიანებს ჰაერს 8 საათის განმავლობაში. მოწყობილობა აღჭურვილია 1 ლიტრი მოცულობის თხევადი რეზერვუარით, რაც საკმარისია 20 კვადრატულ მეტრამდე ოთახის უწყვეტი დატენიანებისთვის. ამ მოდელის ჰაერის დამატენიანებელი გამოიყენება როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში, მშრალი სიცხის დროს. მოწყობილობა აფერხებს ბაქტერიებისა და უსიამოვნო სუნის გავრცელებას. ასევე გააჩნია განყოფილება სუნამოებისა და ეთერზეთებისთვის.
იშოპინგე ველიზე ონლაინ, გადახედე კატეგორიას სახლი & დასუფთავება, შეარჩიე ჰაერის დამატენიანებლები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.